ლევან ზვიადაძე, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი, 37 წლის თამილა ლილუაშვილი მოკლა, საავადმყოფოში დაიღუპა. ის ქუთაისის კლინიკაში სხეულის 70%-იანი დამწვრობით იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
მკვლელობა 24 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ორი შვილის დედას ყოფილმა ქმარმა სამუშაო ადგილზე, მაღაზიათა ქსელ „მაგნიტის“ ერთ-ერთ ფილიალში მიაკითხა და მოკლა. ქალი შველას ითხოვდა, თუმცა ჩაკეტილი კარის გაღება მაღაზიის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს. თამილა ლილუაშვილი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის დროს ცეცხლი ლევან ზვიადაძესაც წაეკიდა. ის შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 11 პრიმა - 109 მუხლით დაიწყო, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ზვიადაძეს ყოფილ ცოლთან კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ის მეუღლისგან შერიგებას და მასთან თანაცხოვრებას ითხოვდა.
საქართველოში, 2022 წლის 10 თვეში 18 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში 32 ქალის მოკვლა სცადეს. აქედან, ოჯახური დანაშაულის ნიშნით მკვლელობის მცდელობის 26 შემთხვევა იყო ჩადენილი. იანვარ-სექტემბერში, პოლიციამ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 6520 შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
2021 წელს 22 ქალი მოკლეს. 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. რეგისტრირებულია 31 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა - სხვა მოტივით. შსს-მ გასულ წელს 9376 შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
