საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 10:42 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ტერიტორიაზე, დაღესტანში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, მთაში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოში ყველაზე ახლოს ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებთანაა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არცერთი მუნიციპალიტეტის მერიაში ნგრევის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ლაგოდეხთან ახლოს, სოფელ ზემო ხეჩილიდან 8 კილომეტრში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა 23 ნოემბერსაც მოხდა.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
