ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულები არიან მერიის არქიტექტურის დამსახურის უფროსი ნუგზარ ტვილდიანი და ონიანის ცოლისძმა, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
პროკურატურის განცხადებით, გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს - კერძოდ, განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს. პროკურტურის თანახმად, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, ონიანმა პრორქტი წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში და სამშენებლო ნებართვა მიიღო.
„ნებართვის გაცემის პროცესში გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.
სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დისქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა.
ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გია ონიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს და მერად 2025 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა.
მერად არჩევამდე ონიანმა შპს „ბიზნესის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის“ 67%-იანი წილი მეუღლის, ქრისტინე რევიშვილის სახელზე გადააფორმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ყოფილ მერს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
