საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ახალი ამბები
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.
ავიაკომპანია ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენებს 2 ივლისიდან განახორციელებს. ავიარეისები კვირაში სამჯერ - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
