შვეიცარულმა ბანკმა Credit Suisse-მა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, ხანგრძლივი სასამართლო დავის პერიოდში, ჯამურად 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg შვეიცარული ბანკის სპიკერის ელექტრონულ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. უცნობია სინგაპურში მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში გადახდილი თანხის ოდენობა ან დროის პერიოდი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
საქმე ეხება თაღლითობას, რომლის შესახებაც 2015 წელს გახდა ცნობილი. Bloomberg-ი წერს, რომ ქართველმა მაგნატმა Credit Suiss-ის სატრასტო განყოფილებას სინგაპურში 800 მილიონი აშშ დოლარის ზარალის და დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებისთვის უჩივლა, რომელსაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში მიიღებდა, თუკი მისი თანხა უსაფრთხოდ იქნებოდა დაბანდებული.
Credit Suiss-ის ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2018 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითური სქემისთვის, რომელსაც ის იყენებდა ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულის ასაღებად სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დაფარვის მიზნით. 2020 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
Credit Suisse-ის ტრასტის მტკიცებით, მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების ადმინისტრირებით და სწორედ მაგნატის ან მისი ქართველი ბიზნესმრჩევლის პასუხისმგებლობა იყო, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მეთვალყურეობა. შესაბამისად, ნებისმიერ დანაკარგზეც პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ბანკი ასევე აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა და თავის დანაშაულს კოლეგებისგან მალავდა.
ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, ივანიშვილმა Credit Suisse-სთან 607 მილიონ დოლარიანი დავა მოიგო ბერმუდის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სიცოცხლის დაზღვევის დეპარტამენტმა ლესკადრონის თაღლითობა უგულებელყო. ამჟამად, დეპარტამენტის მიერ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია.
