„ჩვენ არანაირად არ ვკარნახობთ საქართველოს მთავრობას, რა კანონები უნდა მიიღოს. თუ დააკვირდებით, საიდან იყო შთაგონებული ეს კანონი, ვფიქრობ, ეს იყო სხვა ქვეყნიდან, რომელმაც მიიღო ამ კანონის საკუთარი ვერსია. სწორედ რუსეთმა მიიღო კანონის ეს ვერსია და აშკარად იქცა საქართველოს მიერ მიღებული კანონის მოდელად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
სავიზო სანქციების გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა აძლევს შეერთებულ შტატებს უფლებას, უკარნახოს საქართველოს პარლამენტს, რა კანონები მიიღოს და რა - არა.
„ჩვენი მოქმედების საფუძველია ის, რომ ვნახეთ, საქართველოს მთავრობა არბევს საკუთარ ხალხს, ახშობს დემოკრატიულ განსხვავებული აზრს და ეს ქმედებები, ცვლის იმ ნაბიჯებს, რომლებიც გადადგმულია ევროკავშირსა და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის.
საქართველოს შეუძლია მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ სურს გააგრძელოს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საკუთარი, მაგრამ არ ვაპირებთ შეერთებულ შტატებში შემოსვლის ნება კიდევ მივცეთ ადამიანებს, ჩვენ არ ვაპირებთ მხარდაჭერის გაგრძელებას - უნდა ითქვას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ფინანსური დახმარების გადახედვას, რომელსაც საქართველოს ვუწევთ.
ეს ყველაფერი პოტენციურად საფრთხის ქვეშაა, თუ საქართველო არ განახორციელებს პოლიტიკას, რომელიც შეესაბამება იმ ინტერესებსა და ღირებულებებს, რომლებსაც აქამდე გამოხატავდა“, - თქვა მილერმა.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ნაწილი გამოაცხადა. საუბარია ორ-სამ ათეულ ადამიანზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებზე, რომლებსაც აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. მეთიუ მილერმა განმარტა, რომ სავიზო ინფორმაცია კონფიდენციალურია და სახელმწიფო დეპარტამენტს სიის გასაჯაროების უფლება არ აქვს.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სანქციები „მორიგი შეცდომაა“, რომელსაც აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში.
