ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია მერზე, დათო გოგუაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, ედემ კვარაცხელია უარყოფდა როგორც მერთან ფიზიკურ დაპირისპირებას, ისე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონფლიქტის მიზეზი მისი სამსახურიდან გათავისუფლება გახდა.
„ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ. გაუგებრობაა და დალაგდება ყველაფერი. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე სამსახურში, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ ძალიან გემრიელად ყველაფერს. მოხდა ისე, რომ მომხსნეს, რაც დღეს გასაჩივრებული მაქვს. ვნახოთ, რა გამომივა“, - ამბობდა ყოფილი საჯარო მოხელე.
დათო გოგუას, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ედემ კვარაცხელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ 126-ე, ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
ედემ კვარაცხელია 2014 წლიდან ჯერ ჩხოროწყუს გამგეობაში, ხოლო შემდეგ მერიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი იყო. ოპოზიციის ინფორმაციით, ის თანამდებობიდან დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გაათავისუფლეს.
