საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337.95 მილიონი აშშ დოლარი (912.1 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 18.4%-ით (52.6 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ევროკავშირის ქვეყნებიდან 152.69 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა - მათი წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში 45.18%-ია. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილის სახით ჯამში 185.26 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა.
ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 63.71 მილიონი დოლარი, რაც 15.16%-ით მეტია 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალიაა, საიდანაც 58.67 მილიონი დოლარი გადმოირიცხა ეს წინა წელთან შედარებით 15.24%-იანი მატებაა. მესამე ადგილზეა რუსეთი - 43.47 მილიონი აშშ დოლარით, რაც წლიურ ჭრილში 39.1%-იანი ზრდაა.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, დეკემბერში ჩინეთიდან 1.50 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 0.44%-ია. ამასთან, ჩინეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 1822.63%-ით არის გაზრდილი.
ფულადი გზავნილები 10.18%-ით შემცირდა კანადიდან და 2.29 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 31.30%-იანი კლებაა ყირგიზეთის შემთხვევაში, საიდანაც დეკემბერში 4.67 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა.
დეკემბერში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველ ათეულში არიან შემდეგი ქვეყნები:
|
|
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
|
აშშ |
63.71 |
18.85% |
15.16% |
|
იტალია |
58.67 |
17.36% |
15.24% |
|
რუსეთის ფედერაცია |
43.47 |
12.86% |
39.10% |
|
გერმანია |
30.02 |
8.88% |
27.91% |
|
საბერძნეთი |
27.54 |
8.15% |
15.31% |
|
ისრაელი |
26.92 |
7.97% |
15.72% |
|
თურქეთი |
11.68 |
3.45% |
27.94% |
|
ესპანეთი |
8.97 |
2.65% |
36.71% |
|
ყაზახეთი |
7.63 |
2.26% |
3.48% |
|
საფრანგეთი |
6.69 |
1.98% |
24.96% |
2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ აშშ დოლარი (110.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის დეკემბრის (34.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5% მეტია.
