საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს, მისი მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„ნამდვილად ვაპირებ ამ კანონისთვის ვეტოს დადებას, ისევე როგორც ვეტოს ვადებ სხვა კანონებს, რადგან ეს არ არის ერთადერთი [კანონი]. მთელი სტრატეგიაა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის რეკომენდაციებთან. ჩემი ვეტო არის ხალხის ხმა და ამ ხმას ხმამაღლა და გარკვევით მოისმენენ“, - თქვა ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში.
მასობრივი პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. რუსული კანონის მიღებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით შარშან, მარტშიც მიიღო, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანონპროექტს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში, ის კვლავ დააინიცირეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
