სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წევრი ორგანიზაციის, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ საკონსული აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების საარჩევნო სიაში აღრიცხვა გამჭვირვალე არ არის.
26 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქისთვის, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს თვეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 67 347 მოქალაქე იმყოფებოდა.
„9 აგვისტოდან დღემდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ სისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა. შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეების/ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ცესკოს. მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას ამ ეტაპზე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ“, - განაცხადა თოლორაიამ.
სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგი ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს:
- საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით;
- საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეებიდან რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკოსთვის გადაცემულ სიაში;
- რამდენი მოქალქეა საკონსულო აღრიცხვაზე თითოეულ ქვეყანაში.
საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ცესკოს 26 სექტემბრის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, დღეს, 30 სექტემბერს, კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ მოსამართლე სალომე სამხარაძემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების ყველა შტო აკეთებს წარმოუდგენელ საქმეებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი ვერ გააკეთონ და ვერ დაიცვან“, - აღნიშნა კორძაიამ.
