სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ 246 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, სადაც დამკვირვებლებმა არჩევნების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა დააფიქსირეს. 29 ოლქში გადანაწილებულ უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 417 305-ია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
„ჩემი ხმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს მათმა დამკვირვებლებმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლებისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი დააფიქსირეს.
„საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს - ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას“, - აცხადებს „ჩემი ხმა“.
სადავო 246 უბნიდან 33 ბათუმშია, 32 - მარნეულში, 27 - გარდაბანში, 17 - ქუთაისში, 15-15 - გორსა და თელავში, 11 - ბოლნისში, რვა-რვა - ქობულეთიში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და კასპში, შვიდ-შვიდი - ახალციხეში, მცხეთასა და ქარელში, ექვს-ექვსი - დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში, 5 - სიღნაღში, ოთხ-ოთხი ზუგდიდსა და ხაშურში, სამი - სენაკში, ორ-ორი - ყვარელში, წალკაში, დუშეთში, ადიგენში, ახმეტასა და ბორჯომში, თითო-თითო - დმანისში, ახალქალაქსა და ხობში.
ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპის მასობრივად დარღვევის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ავრცელებს. ორგანიზაცია 2263 ელექტრონული უბნის ბათილად ცნობას ითხოვს.
