ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კომუნიზმის პროპაგანდას კრძალავს. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ისეთი ორგანიზაციის შექმნა და მხარდაჭერა, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციას ახდენს, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აქამდე, ჩეხეთში მსგავსი რეგულაცია ნაციზმის პროპაგანდის მიმართ მოქმედებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 3 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 4 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 5 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
როგორც Euractiv-ი წერს, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული ნებისმიერი პირისთვის, რომელიც „დააფუძნებს, მხარს დაუჭერს ან ხელს შეუწყობს ნაცისტურ, კომუნისტურ ან სხვა მოძრაობებს, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ჩახშობას ან რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური ან კლასობრივი სიძულვილის წაქეზებას“.
კანონმდებლებს კანონში ცვლილებების შეტანისა და სამართლებრივი დისბალანსის აღმოფხვრისკენ კვლევითი ინსტიტუტები მოუწოდებდნენ.
„მე-20 საუკუნის ორივე ტოტალიტარულმა იდეოლოგიამ - ნაციზმმაც და კომუნიზმმაც - საშინელი შედეგები გამოიწვია, მოიტანა მილიონობით მსხვერპლი, დამანგრეველი გავლენა იქონია ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებზე“, - აცხადებდნენ კვლევითი ორგანიზაციები, მათ შორის, „ტოტალიტარული რეჟიმების შესწავლის ინსტიტუტი“ და მე-20 საუკუნის მეხსიერების მუზეუმი.
კომუნისტური პროპაგანდის აკრძალვა დაგმო „ბოჰემიისა და მორავიის კომუნისტურმა პარტიამ“ (KSČM). პარტიამ საკანონმდებლო ინიციატივა „KSČM-ის კანონგარეშედ გამოცხადებისა და მოქმედი რეჟიმის კრიტიკოსების დაშინების წარუმატებელ მცდელობად“ შეაფასა.
Euractiv-ი წერს, რომ გაურკვეველი რჩება, როგორ გავრცელდება ახალი კანონი ისეთ პარტიებზე, როგორიცაა KSČM. პარტიას ამჟამად პარლამენტში ადგილები არ აქვს, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, მისი ალიანსი 5%-ს აგროვებს, რაც საკმარისია ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვედა პალატაში დასაბრუნებლად.
