ჩაქვში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც პირველ ოქტომბერს ჩაქვში გარდაცვლილი იპოვეს, უწყების თანამშრომელია. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ერთ, თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

„ამას ადასტურებს სხვადასხვა მტკიცებულება. სხვა დეტალების დაზუსტებისგან თავს შევიკავებთ გამოძიებისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადეს სუს-ში.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე წერილია ნაპოვნი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.