ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქის პასპორტები აქვთ, საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
15-17 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიმართება. ხმის მიცემისთვის ცხინვალის რეგიონში 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო აფხაზეთში - 30.
„თითოეული თქვენგანი, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას და ეს არჩევანი გავლენას იქონიებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩვენს საერთო მომავალზე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, ვინც ჩვენ გვიჭერდა მხარს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარებასა და აყვავებაში. ეს არის შესაძლებლობა ვაჩვენოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. რა თქმა უნდა, საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რომლის პირადი წვლილი დამოუკიდებელი და სუვერენული აფხაზეთის განვითარებაში შეუფასებელია. 2024 წლის 17 მარტს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ რუსეთს, მხარი დავუჭიროთ ვლადიმერ პუტინს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ასლან ბჟანიას თქმით, რუსეთი აფხაზეთის საუკეთესო მეგობარი, მეზობელი და მსოფლიოში გამავალი ერთადერთი ფანჯარაა. „რუსეთის ფედერაციამ პირველმა აღიარა ჩვენი თვითგამორკვევის უფლება; ულფება ვიცხოვროთ საკუთარ სახლში და ვისაუბროთ ჩვენს ენაზე, განვავითაროთ ჩვენი კულტურა და ეკონომიკა; ჩვენი უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ“, - აღნიშნა მან.
ბჟანიამ მადლობა გადაუხადა რუსეთს „ბოლო ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი სამი „ოპონენტი“ არიან - ნიკოლაი ხარიტონოვი (რუსეთის კომუნისტური პარტია), ლეონიდ სლუცკი (რუსეთის ლიბერალ-დეოკრატიული პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (პარტია „ახალი ხალხი). პუტინი რუსეთის პრეზიდენტად უკვე მეხუთედ იყრის კენჭს. მოქმედი კანონონმდებლობა საშუალებას აძლევს, ამ თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს.
