თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი აბსურდულია და დაკავებულია „ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, არა თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა“, – თქვა ბურჭულაძემ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ესპანეთში სახლი მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ორი ბინის რეალიზაციიდან მიღებული ფულით შეიძინა.
„ეს ბინები კი ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2014 წელსა და 2007 წელს. ორივე ბინა გასხვისდა, რომელიც ასევე დეკლარაციაშიც არის ასახული და ნასყიდობის ხელშეკრულებაც არსებობს და ფაქტობრივი მფლობელიც ჰყავს.
ამ ბინების გაყიდვით, შევიძინე ესპანეთის სახლი. მისი საფასური, დაახლოებით 500 000 ევრო ღირდა, დავფარე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული.
„კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ კანონში წერია, რომ მე ვალდებული ვიყავი საანგარიშო პერიოდში - 2024 წელს, წარმომედგინა და მიმეთითებინა ამ პერიოდში გასავალ-შემოსავალი და დადებული ხელშეკრულებები. ესპანეთის ბინის ხელშეკრულება მე დავდე 2025 წელს, დეკლარაციის შევსების დროს რეგისტრირებული არ იყო და შესაბამისად, ქონებრივ მონაცემებშიც არ უნდა ამესახა. აი, ეს არის ბრალდება, რასაც მე მედავებიან“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბუჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს. ამავე საქმეზე პატიმრობაში იმყოფებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
საქმის მასალების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვასილ მხეიძისთვის გამორჩენის მისაღებად, გიორგი ხაინდრავამ და ვლადიმერ ღუდუშაურმა, მხეიძის დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის (MRT) აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო. შედეგად, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გარდა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციასაც ედავებიან.
2025 წლის იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, რის გამოც თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი, პროკურატურის მტკიცებით, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, პროკურატურის თანახმად, ბურჭულაძემ გამოყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები და 2025 წლის მარტში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
