მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, აქციას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება მოძრაობის ლიდერმა, მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
„ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომ, მივმართავ მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, არამედ ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.
„4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო! ბრძოლა ბოლომდე!“, - თქვა ბურჭულაძემ.
განცხადება გააკეთა მოძრაობის წევრმა, მხატვარმა გია ბუღაძემაც. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს და პროტესტი გამოხატოს.
„შევიკრიბოთ მოედანზე და ჩავატაროთ ჩვენი არჩევნები, იმიტომ, რომ საქართველო იმსახურებს იყოს ბედნიერი, იმსახურებს ჰქონდეს ბედნიერი მომავალი და ახალგაზრდები იმსახურებენ ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ, დიდებულ საქართველოში“, - განაცხადა ბუღაძემ.
მოწოდებას უერთდება პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი პარლამენტში, მურმან დუმბაძეც.
„მე იმ რეგიონიდან ვარ, სადაც რეჟიმის პირობებში ვიცხოვრე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რეჟიმი არჩევნების გზით დაგვემარცხებინა, ეს შეუძლებელი გახდა - 13 წელი და 3 თვე ხელისუფლობდა ასლან აბაშიძე აჭარის რეგიონში. ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ შანსი, რომ ეს რეკორდი მოხსნას, არადა ამ ზღვართან უკვე მისული ვართ“, - მურმან დუმბაძის თქმით, პარტიების, არასამთავრობო სექტორის და გაბედული ადამიანების ძლიერი კონსოლიდაციის შემთხვევაში, რეჟიმი ბოლომდე ჩამოიშლება.
„არაფერს არ ვგეგმავთ. მე მჯერა, რომ უახლოეს ხანებში დიდი გამარჯვების დღე დაიბადება“, - აღნიშნა დუმბაძემ.
4 ოქტომბრის შეკრებას მხარს უჭერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
