„ჩვენ ვხედავთ, რომ [საქართველოში] სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. ჩვენი უმოქმედობაც დამატებით სტიმულს აძლევს ამას. სწორედ ამიტომ, ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 დასკვნითი სხდომის პარალელურად, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
ბუდრისის თქმით, საჭიროა სანქციების დაწესება ყველას წინააღმდეგ, ვინც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმაში მონაწილეობდა.
„ჩვენ ვნახეთ ის მასშტაბური საქმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ აღიძრა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩვენი მხრიდან, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სანქციებით, რეჟიმზე ზეწოლით, პოლიტიკური იზოლაციით და ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდით.
ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროკავშირში ყოფნა. ჩემს საზოგადოებაში ვხედავ, რომ ლიეტუველი ხალხის 60%-ზე მეტს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის შემადგენლობაში იყოს.
ორივე მხრიდან არსებობს ვალდებულება - საქართველო ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები და ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მის გზაზე. ასე უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ბუდრისმა.
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოზე შეიკრიბნენ. საქართველო მათ მიერ განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარია.
როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, იმსჯელებენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასა და მოსამართლეთა დასანქცირებაზე. კალასის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუგზავნიან წერილს, რომელშიც „გარკვეული პირობები“ იქნება ჩამოთვლილი. „თუ ეს პირობები ვადაში არ შესრულდება, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“, - აღნიშნა კალასმა.
