„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ცენტრალური აზიის და შავი ზღვის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის არმიწვევის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
„სამწუხაროდ, ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, თუ სად არის საქართველო ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველო დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველო ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველო ევროინტეგრაციის განვითარებით, არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას აღარ აღიარებენ.
ჩვენ ის გვიკვირს რომ მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების რეიტინგებს აღარ აღიარებენ? გეოგრაფიას როცა აღარ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს მათზე.
ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში. ვნახოთ, უნდა დაველოდოთ. ეს არის ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც დღეს ბრიუსელი ეწევა. ეს არის ნაწილი არაკვალიფიციური მიდგომის ნაწილი. ამით ზიანდება თავად ბრიუსელი“, – უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ დაადასტურა, რომ უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი არ მიუწვევიათ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი“. განცხადების მიხედვით, საქართველო მინისტერიალში ელჩის დონეზე მონაწილეობას არ მიიღებს.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს, რომ დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტები სრულად შეამცირეს.
