ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
სტივენ დაუთმა პლატფორმა X-ზე ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ დაწერა:
„დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მაკა ბოჭორიშვილს ყველაზე ნათლად გავუმეორე, რომ საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალადობა და თვითნებური დაპატიმრებები მიუღებელია. დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირებმა პასუხი აგონ“.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების განცხადების მიხედვით, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ, არაერთხელ დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. აქციების ფარგლებში სხვადასხვა საფუძვლით დააკავეს 500-მდე ადამიანი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერა შეაჩერა, შეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ჩართულობა „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან.
ამ თემაზე:
„ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს“ - სტივენ დაუთი საქართველოს არჩევნებზე
