ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. დამწვარია დაახლოებით ერთი ჰექტარი ტყე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან“, - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.
ახალდაბის მცხოვრებლებლებმა ტყესთან კვამლი გუშინ, დღის მეორე ნახევარში შენიშნეს. საღამოდან ხანძრის ჩაქრობას ადგილობრივები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხენძრე-მაშველები ცდილობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძარს 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობდა. დღეს, დაახლოებით დილის 10:00 საათიდან კი, სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო.
ტყის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა სახელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში, 2012-2023 წლებში, ხანძრის 613 შემთხვევა დაფიქსირდა. ხანძრის ყველაზე მეტი, 188 შემთხვევა 2020 წელს არის აღრიცხული, ყველაზე დიდი ფართობი კი 2017 წელს (1299.9 ჰა) დაიწვა.
