საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს მთავრობას დიდი ცვლილებების განხორციელება სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
ბორელმა ეს განცხადება კიევში გააკეთა, სადაც ინტერვიუ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მისცა.
„მე ვერ ვხედავ მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სრულებით ვერა. უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არიან ჩართული ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების ვალდებულება ან უსაფრთხოების გარანტია, რომელიც შეგვიძლია უკრაინას შევთავაზოთ.
საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას და თუ მათ სურთ გახდნენ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ დამტკიცებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ გზას. მათ დიდი ცვლილებები სჭირდებათ, რომ ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად განიხილებოდნენ“, - თქვა ბორელმა, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც არის.
30 ოქტომბერს, ევროკომისიამ ყოველწლიური გაფართოების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ათი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პროგრესს აფასებს. ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მისი მთავრობის ქმედებების გამო, დე ფაქტო შეჩერებულია და არ გაუწევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებიაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ მოცემულობას უარყოფს.
