საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური საკანონმდელო პაკეტის მიღებას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაიწვიოს ის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაჰყავს ევროკავშირის გზიდან“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას და ცენზურის შემოღებას ითვალისწინებს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ბოლო ხდომაზე, 17 სექტემბერს მიიღო. მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა სხდომას არ ესწრებოდა.
საქართველოს ხელისუფლებას საკანონმდებლო პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს საელჩომაც. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ის ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. საელჩოში აღნიშნეს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რუსულ კანონთან ერთად, „ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“.
