რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის ბინაში რამდენიმე საათია პოლიციაა შესული. სადარბაზოსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელია მობილიზებული და სახლში არ უშვებენ ოჯახის წევრებს, ასევე, ადვოკატებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
- 6 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
უჩა აბაშიძის ძმის, გოგი აბაშიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„უჩა სახლში მარტო იმყოფება. პოლიციას ვუთხარი, რომ ჩემი სახლიც არის და მაქვს შესვლის უფლება, თუმცა უარი მითხრეს. ორდერი მოვიკითხე და არ წარმოუდგენიათ, არც განმიმარტეს, არსებობს თუ არა. უჩას ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ იმ მომენტში, როცა შევიდნენ, მიმოწერა გვქონდა და რომ გაქრა, ეჭვი ავიღეთ. მერე მეზობელმა დარეკა ოჯახის წევრთან, უჩასთან არიანო და გამოვიქეცით. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია მასთან. არ ვიცით, რა მდგომარეობაშია. ვშიშობთ, რაიმე არ ჩაუდონ“, - ამბობს გოგი აბაშიძე.
ბლოგერის ძმა მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა ხდება, დაშინების მცდელობების გაგრძელებაა.
„აქციებზე ორივე წინ ვიდექით. არანაირი აგრესია არ გამოგვიჩენია. უჩა ყოველთვის ყველას მოუწოდებს, რომ ძალადობა დაუშვებელია. გარდა ამ რუსულ კანონთან დაკავშირებული აქტივობებისა, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს პოლიციის შესვლის მიზეზი“ - აღნიშნავს გოგი აბაშიძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების 6 მონაწილე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა თქვა, რომ შსს აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს.
