26 ივლისს, თბილისში, საკრებულოს შენობასთან პოლიციამ 10 აქტივისტი დააკავა ბანერებზე წარწერის - „ბიძინა ყ*ეა? - კი, არა“ გამო. თორნიკე თოშხუა პირველი იყო, ვინც შსს-ს თანამშრომლებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე აიყვანეს. თოშხუამ თითქმის ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ, 1-ელ ივლისს დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
მის დაკავებას მალევე მოჰყვა სხვა მოქალაქეების პროტესტი. სოლიდარობის ნიშნად, საკრებულოსთან შეკრებილმა პირებმა ზუსტად იმავე შინაარსის წარწერიანი ფურცლები გაშალეს და სკანდირებდნენ: „სოლიდარობა თორნიკე თოშხუას“, „სოლიდარობა გიორგი ახობაძეს“, „სოლიდარობა ვახო სანაიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „დამხობა ბიძინას“.
პოლიციამ მათი დაკავებაც მალევე დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით კიდევ 9 დემონსტრანტი აიყვანა. დაკავებულებს შორის არიან: ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე და ნატო ბოლქვაძე.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტიც ჩანს. ერთ-ერთ ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ არტყამს სახეში პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, დავით მამაგეიშვილი, სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს დაკავების პროცესში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. უწყება განმარტავს, რომ აქტივისტებს საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ყველა დაკავებული თბილისისა და რეგიონების დროებითი მოთავსების იზოლატორებშია გადაყვანილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, გავრცელებულ კადრებში არ ჩანს დემონსტრანტების მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება ან წესრიგის დამრღვევი ისეთი ქცევა, რომელიც მათ დაკავებას ან მათზე ამგვარ ძალადობას გაამართლებდა.
საიას განცხადებით, დემონსტრანტისთვის პოლიციელის მხრიდან სახეში ხელის გარტყმა იმგვარი ქმედებაა, რაც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს.
„პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოხატვა ვულგარულია და კონკრეტულ პირს [ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს] მიემართება, სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს გამოხატვის კონტექსტი და როლი საჯარო დისკუსიაში. პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა ვრცელდება საჯარო პირებზეც, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თანამდებობით საზოგადოებრივ ასპარეზზე არიან“, - საია მიიჩნევს, რომ აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია - შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ მუხლი 161)".
