„მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ ამას ვიტყვი: ბიძინა [ივანიშვილი] და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია“, - განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე („გარდამტეხი წელი“) გამოსვლისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
იუკნევიჩიანემ ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ გარეშე საქართველოსთვის ვერ ხედავს რაიმე შესაძლებლობას, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი გაწევრიანებაზე.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული საკითხი ან გადაწყვეტილება. ეს უფრო იყო ქართველი ხალხის წახალისება, არ დანებდნენ, ევროკავშირის მხრიდან იმის თქმა, რომ ჩვენ ერთად ვართ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
რასა იუკნევიჩიანეს თქმით, თუ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, არ არის გამორიცხული, გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი.
„ეს რთული იქნება, მაგრამ პირადად მე დავიწყე ამაზე ფიქრი, რატომ არ დავიწყოთ ამაზე მსჯელობა… საქართველო ლიდერობდა რეფორმებში, ყველაფერში. ეს იყო მართლაც საოცრად ძალიან კარგი, ძალიან ნაყოფიერი პოლიტიკა. ახლა სომხეთი ამ რეგიონში უფრო წინაა, ვიდრე საქართველო. ასე ვაფასებთ გარედან სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას“, - თქვა ევროპარლამენტარმა.
როგორც მან აღნიშნა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - ევროპული ცხოვრების წესი თუ რუსული სამყარო (Русский мир): „სხვა არჩევანი არ არსებობს. როდესაც ისინი („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები) საუბრობენ რაღაც სუვერენიტეტზე, ეს ზუსტად კრემლის ნარატივია. ძალიან მომწონს ამერიკული ანდაზა - „თუ ის იხვს ჰგავს, იხვივით ცურავს და იხვივით ყიყინებს, მაშინ ის ალბათ იხვია“. არ მისცეთ ხმა Русский мир-ს და ეს იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრობა“.
რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის წევრია.
