პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ფეხბურთი პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი უნდა იყოს და ამაზე მაქსიმალურად იზრუნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ზოგადად, სასურველია, რომ ეს სფერო - ფეხბურთი დაცლილი იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან, ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო. ვიღაცები ცდილობენ სხვანაირად წარმართონ პროცესები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას. აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებ.
ერთ რამეს ვიტყვი: ჩვენ გვყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე, გვყავდა რთული, ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე - სამი ურთულესი მეტოქე. თუმცა, ბიჭები არ შეუშინდნენ, დადგნენ ორ ფეხზე. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა. სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ორ ფეხზე ან ცალ ფეხზე დგომას ხშირად ახსენებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. მეტაფორაში „ცალ ფეხზე დადგომა“, რომელიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის განხილვის დროს გაჩნდა, „ქართული ოცნების“ წევრები ქვეშევრდომობას ან სუვერენიტეტის დაკარგვას გულისხმობენ.
გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია: 26 ივნისს, პორტუგალიის დამარცხებით, ჯგუფიდან გავიდა და 30 ივნისს, მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება.
