ბათუმში, ზღვაში სამი დღის წინ დაკარგული 16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი იპოვეს. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი, მათგან ერთს ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ლუკა აბულაძე და მისი სამი მეგობარი ზღვაში გაიყვანა და განზრახ გადაყარა ე.წ. წყლის ბანანიდან ისე, რომ უსაფრთხოების ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ლუკა აბულაძე ზღვაში 4 ივლისს გაუჩინარდა. შსს-ის ცნობით, ამის თაობაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მეორე დღეს მიმართეს, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წელს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
გამოძიებით დგინდება, რომ ზ. ს.-მ ლუკა აბულაძე და კიდევ სამი ახალგაზრდა კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით მან მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად, სვლა განაგრძო.
სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ლუკა აბულაძე კი გაუჩინარდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მან ცურვა არ იცოდა.
ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
