ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი ტარიელ რიჟვაძე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. შემთხვევა თებერვლის ბოლოს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „სპარის“ ფილიალში მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული მაღაზიის მენეჯერს საკანცელარიო დანით დაესხა თავს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 2915 ლარი გაიტაცა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციელი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, დანაშაულის ჩადენის მიზეზი კი თანხის წაგება გახდა.
2022 წლის 1-ელი მარტიდან საჯარო მოსამსახურეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ, თუმცა მომხდარი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მოხელეები დაწესებული ბარიერების გვერდის ავლას მაინც ახერხებენ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აზარტულ თამაშებზე წვდომა აკრძალული აქვს 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ მოთამაშეები ხშირად იყენებენ სხვისი მონაცემებით რეგისტრირებულ ან უცხოურ სათამაშო პლატფორმებს.
წარდგენილი ბრალი (სსკ-ის 179-ე მუხლი) 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე უფროს დეტექტივს ეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
