კახეთში, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ავტოავარია ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ტრაილერი გადაბრუნდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ განაცხადეს, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ცხრა თვეში ქვეყნის მასშტაბით 4107 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 304 ადამიანი, 5401 კი დაშავდა.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
