ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთს „ნელი მოქმედების ბომბი“ უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანას ეკონომიკური გამოწვევები აქვს. ბაიდენის თქმით, ჩინეთი, რომელიც შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკაა, გასაჭირშია შენელებული ზრდისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„მათ გარკვეული პრობლემები აქვთ, ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს სჩადიან“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის ახალი განკარგულება, რომელიც ნაწილობრივ ზღუდავს ამერიკულ ინვესტიციებს ჩინეთის ტექნოლოგიურ ბაზარზე. შეზღუდვები შეეხება სამ სექტორს - ხელოვნური ინტელექტის გარკვეულ სისტემებს, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ნახევარგამტარებსა და მიკროელექტრონიკას. თეთრი სახლში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და არა ეკონომიკური ინტერესები.
ჯო ბაიდენმა ჩინეთის შესახებ ივნისშიც ისაუბრა, როცა ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინპინს „დიქტატორი“ უწოდა, რაც პეკინში პროვოკაციად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გასულ თვის ბოლოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პეკინში ვიზიტის დროს იქნა მიღებული, როდესაც ის სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. ეს ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ იტალიამ დატოვა. ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის თაობაზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, თუმცა მან პრემიერს შეახსენა, რომ „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ უკვე რამდენიმე ქვეყანამ აქცია ზურგი. ამერიკელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კარგ შედეგებამდე მიიყვანს.
