საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ შეცდომაა ინტერნეტ-პლატფორმა www.flightradar24.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 28 ნოემბერს რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ სოხუმიდან თბილისის მიმართულებით რეისი შეასრულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ეს არის www.flightradar24.com-ზე შეცდომით დაფიქსირებული მონაცემები და გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ფრენა შესრულდა მინვოდიდან თბილისის მიმართულებით (AZO6153) ავიაკომპანია Azimuth-ის მიერ. აღნიშნული რეისი წარმოადგენს მრავალჯერად, არარეგულარულ რეისს, რომელიც მინვოდი - თბილისი - მინვოდის საჰაერო ხაზზე სრულდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე“, – განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
სააგენტოში „ხაზგასმით და კატეგორიულად“ აცხადებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა.
„სოხუმის აეროპორტიდან, რომელიც ქართული მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან, ფრენების განხორციელება წარმოადგენს როგორც საერთაშორისო საავიაციო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) უხეშ დარღვევას.
სოხუმის აეროპორტი არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას. შესაბამისად, ასეთი უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან ფრენაზე ნებართვა არ და ვერ იქნება გაცემული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ კომერციული ფრენების რეალურ დროში თვალთვალისთვის გამოყენებულ სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმებზე მოძიებული მონაცემები შესაძლოა შეიცავდნენ სხვადასხვა ცდომილებებს.
