ამერიკის შეერთებული შტატები ახალი, 725 მილიონ დოლარიანი დახმარების ფარგლებში, უკრაინას საბრძოლო მასალას და სამხედრო ტექნიკას გაუგზავნის. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 4 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
„შესანიშნავი საჩუქარია უკრაინის დამცველთა დღისთვის. რუსი აგრესორი დამარცხდება, უკრაინა თავისუფალი იქნება!“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას.
აშშ-ის დახმარების ეს პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალებს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), ხუთი ათას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, მაღალსიჩქარიან ანტირადიაციულ რაკეტებს (HARM), ორასზე მეტ მაღალი მობილურობის მრავალფუნქციურ მანქანებს (HMMWV), საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო მარაგებს და ა.შ.
თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ, ბრძოლის ველზე უკრაინის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს. უწყებამ მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ბოლო პერიოდში აღმოჩენილ დახმარებასაც გაუსვა ხაზი:
„გერმანიამ უკრაინას ახლახანს მიაწოდა IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის ოთხი სისტემიდან პირველი. ეს უმნიშვნელოვანესი დონაცია უკრაინას დაეხმარება რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან მშვიდობიანი მოქალაქეების უკეთესად დაცვაში. გარდა ამისა, გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის მეტ MARS-ის სარაკეტო სისტემას და ჰაუბიცებს. ესპანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ოთხ HAWK-ს გადასცემს“.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მა 17.6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
