რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს რუსეთი დატოვონ და ასევე, უარი თქვან იქ გამგზავრებაზე. დიპლომატიური უწყება ამის მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრის არაპროგნოზირებად შედეგებს ასახელებს. აშშ-ის მოქალაქეებს უკანონო დაკავების რისკების შესახებაც აფრთხილებენ. გარდა ამისა, საელჩო მიუთითებს აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მობილიზების შესაძლებლობაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
აშშ-ის პარალელურად, კანადის მთავრობამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ბელარუსში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ „ადგილობრივი კანონების თვითნებური გამოყენების“ რისკების და უკრაინაში რუსეთის ომის გამო. ამასთან, კანადა ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ურჩევს ქვეყანა მოკლე დროში დატოვონ, მანამდე კი უსაფრთხოების ზომები მიიღონ.
„რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს ბელარუსიდან აწარმოებენ. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის კანადამ, ბელარუსს სანქციები დაუწესა კონფლიქტში მისი როლის გამო. უშიშროების ორგანოებმა შესაძლოა უცხოელები მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანონ. შესაძლებელია სასტუმროს ნომრების, ტელეფონების და ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების შემოწმება, პირადი ნივთების ჩხრეკა. თუ ბელარუსში ხართ, უნდა წამოხვიდეთ. თქვენ არ უნდა იყოთ დამოკიდებული კანადის მთავრობაზე, რომ ქვეყნიდან გასვლაში დაგეხმარებათ“, - წერია კანადის მთავრობის ვებ-გვერდზე.
13 თებერვალს ანალოგიური რეკომენდაცია გამოსცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტომაც. უწყება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შეტევის და ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, იქ ნებისმიერი ვიზიტი ოფიციალურად არ არის რეკომენდებული. საფრანგეთის მოქალაქეებს ურჩევენ დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი სახმელეთო გზით ლიეტუვის, პოლონეთის ან ლატვიის სასაზღვრო გამშვები პუნქტების საშუალებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკის მოქალაქეებისთვის უკვე თვეებია გამოქვეყნებული აქვს გაფრთხილება, ბელარუსში არ იმოგზაურონ - კანონების თვითნებური აღსრულების, დაკავების რისკის, უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმისა და ბელარუსში, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდის გამო.
არსებობს მოსაზრება, რომ საფრანგეთის, კანადის და აშშ-ის მიერ ერთდროულად გამოქვეყნებული განცხადებები უკრაინაში რუსული ჯარების მოსალოდნელ ახალი შეტევას უკავშირდება.
ათ დღეში, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდება.
