საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო, ისევ იწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
„ვფიქრობ ყველამ, ვისაც აშშ-დან საქართველოში და პირიქით უმგზავრია, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. კოვიდამდე ეს განიხილებოდა და პროგრესიც იყო. ვფიქრობ, დისკუსიები ხელახლა იწყება. კოვიდმა ტურიზმის ინდუსტრია სერიოზულად დააზარალა. არ ვიცი, განხილვა რა ეტაპზეა და როგორია საკითხის ეკონომიკური მხარე, რადგან ჩვენ ვუყურებთ ტურიზმის ინდუსტრიას კოვიდის შემდგომ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლა უთუოდ მნიშვნელოვანი ხიდი იქნება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის:
„ხშირად მითქვამს, რომ ხანდახან ძნელია აშშ-ში ხალხის დარწმუნება, რომ საქართველოში პირველად წამოსვლა გადაწყვიტონ, ისე შორს ჩანს ის. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქართულ სტუმართმოყვარეობას გამოცდიან, მათი უკან დაბრუნება არასდროს არის რთული“.
საქართველოდან აშშ-ში მოხვედრა ამჟამად მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლითაა შესაძლებელი.
კელი დეგნანი აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ის, რაზეც აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი მუშაობს. დეგნანის თქმით, აშშ ეძებს შესაძლებლობებს, შემოიტანოს მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და მეტი ქართული ბიზნესი შეერთებულ შტატებში, რაც, როგორც ელჩი ამბობს, ორივე ქვეყნისთვის კარგია.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.
