ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს დაახლოებით 20 მოქალაქეს, მათ შორის პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობაში მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე კერძო პირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ახალი გადაწყვეტილება 12 დეკემბერს გამოაცხადა. იგი კრძალავს აშშ-ის ვიზის გაცემას იმ პირებზე, ვისაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ან მასში თანამონაწილეობაზე.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის, უფლებადამცველების და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველ ხალხს უზომოდ სურს და რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.
ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვებს. ჩვენ ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხისგებაში მივცეთ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის, ქართველ ხალხთან ერთად, სურს იხილოს ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, მტკიცედ ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში.
აშშ-ს შეზღუდვები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 100-ზე მეტ პირის და მათი ოჯახის წევრების მიმართ აქვს დაწესებული.
