ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულთა სახელები და გვარები არ სახელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„ამ პირებს შორის არიან მთავრობის და მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით; ბიზნესის ხელმძღვანელები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციულ პრაქტიკაში; პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“, - ვკითხლობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო და აგრძელებს დამატებითი საპასუხო ზომების განხილვას.
„შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, შეიკრიბონ, ილაპარაკონ და მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ ძალადობის, დაშინების ან ჩახშობის შიშის გარეშე“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პარტნიორების კრიტიკისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო, აშშ-მა ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ივნისის დასაწყისში სავიზო სანქციები დაუწესდა დაახლოებით 30 ადამიანს -„ქართული ოცნების“ წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებს.
