ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კაბინეტის უფროსი ანტალ როგანი დაასანქცირა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ როგანი კორუფციაშია ჩართული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მთავრობაში თანამდებობის პირად, მათ შორის, ორბანის კაბინეტის ოფისზე პასუხისმგებელი მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, როგანი აორგანიზებდა სქემებს, რომლებიც შექმნილი იყო უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების გასაკონტროლებლად.
„მინისტრმა როგანმა ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის უზრუნველსაყოფად, რომელიც მას და მის პარტიას სარგებელს მოუტანდა უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა სიმბოლოა უნგრეთში არსებული დაუსჯელობის უფრო ფართო კლიმატისა, სადაც სახელმწიფოს ძირითადი ელემენტები მიტაცებული იქნა ოლიგარქებისა და არადემოკრატიული აქტორების მიერ“, - ნათქვამია აშშ-ის სახემწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ანტალ როგანს კრიტიკოსები უნგრეთის „პროპაგანდის მინისტრადაც“ მოიხსენიებენ. როგორც გამოცემა Associated Press-ი წერს, ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და იძლევა ინტერვიუებს, თუმცა ორბანის ვეტერანი მრჩეველია და უნგრეთის საიდუმლო სამსახურებსაც ზედამხედველობს.
გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დასანქცირებულ პირებს აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ. გარდა ამისა, იყინება აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ არსებული მათი აქტივები, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მათთან ბიზნესის წარმოებას ეკრძალებათ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ სანქციების დაწესებას „წარუმატებელი ამერიკული ადმინისტრაციის“ მიერ დანიშნული ელჩის „პირადი შურისძიების აქტი“ უწოდა.
„რა ბედნიერებაა, რომ სულ რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მეგობრად აღიქვამენ და არა მტრად“, - დაწერა სიიარტომ Facebook-ზე.
ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. როგორც მის ოფისში განაცხადეს, სანქციებთან დაკავშირებით აუცილებელ სამართლებრივ ნაბიჯებს 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ გადადგამენ, რომდესაც აშშ-ს ახალი მთავრობა და პრეზიდენტი ეყოლება.
