რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღო მისი შესწორება „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
შესწორების მიხედვით, არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით. კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, - წერს ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც სექტემბერში წარადგინეს. იმისათვის, რომ ის კანონად იქცეს, ჯერ წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცონ, შემდეგ კი პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს.
„ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში მიაბეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტს, რომელიც სენატში ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) შემადგენელი ნაწილია.
მარტივად რომ ვთქვათ, წარმომადგენლობითი პალატის ეს ნაბიჯი აშშ-ს კონგრესში მეგობარი აქტის მიღების დამატებითი შესაძლებლობაა.
სულ ტყუილად ზეიმობს რუს-ქოცური რეჟიმი მეგობარი აქტის დასამარებას, მაშინ როდესაც სინამდვილეში, მათი დასამარება გაცილებით ახლოსაა სიმართლესთან“, - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი ამერიკელი დიპლომატების მუშაობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.
