ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული შემოწირულობის გამო, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიღებული შემოსავლისა და გაწეული მომსახურების შესახებ „დეტალური ინფორმაციის“ წარდგენას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
მარეგულირებლის წერილი „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა.
„მოგეხსენებათ, კავკასია შემოწირულობებს იხვეწება, ღიად გვაქვს გამოცხადებული ჩვენი ანგარიში. გვირიცხავენ თანხებს სრულიად უცნობი ადამიანები, რაც განსაკუთრებით მიჩუყებს გულს. საუბარია ისეთ თანხებზე, „იმედის“ პროპაგანდისტები ერთ ლანჩში რომ იხდიან.
თურმე მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი ერთ-ერთი შემომწირველი აშშ-დან არის. მართლა არ ვიცი, ვინ არის ეს ძვირფასი ადამიანი. გვარი და სახელი ქართული აქვს. შეიძლება ორმაგი მოქალაქეც არის. არ ვიცი სად უნდა გამოვიძიო. და აი, ამათ რა უნდა ვუპასუხო. შემომწირველს რა მომსახურება გავუწიე? რა ინვოისი გავუგზავნე? ან რაში დავხარჯე? ალბათ, დენის ფული გადავიხადეთ ან ხელფასი გავისტუმრეთ. რა ვიცი. სხვა რა უნდა გვექნა ამ ფულით?
ამათ უნდათ უბრალოდ დაგვღალონ, შეგვაშინონ რომ მოგვბეზრდეს ცხოვრება და აქედან წავიდეთ. ვერ მოესწრებით“, - წერს ნინო ჯანგირაშვილი.
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლიც ტელევიზიებსა და რადიოებს პირდაპირი ან ირიბი უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გასულ წელს მიიღო. „უცხოურ ძალად“ მიჩნეულია უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
2025 წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიამ ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება სათემო რადიო „მარნეულის“ მიმართ დაიწყო. საბოლოო ჯამში, მარეგულირებელმა რადიოს დარღვევა დაუდგინა და წერილობითი გაფრთხილება მისცა.
ამ თემაზე:
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა გახდა
