ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება. პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
სხდომის პარალელურად, საარჩევნო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
„ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან ფეხბურთია და იმედი აქვთ, ასე გააპარებენ. ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის, 11 საათზე! მართლა ქურდები“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
აქციას აანონსებენ სტუდენტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობებიც.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 053 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე ნაწილდება:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.034%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.17%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.808%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.777%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.
კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა.
