თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საჯარო მოხელეებს ხელფასების 45%-ით გაზრდას დაჰპირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელის მინიმალური ხელფასი 15 ათასი ლირა, დაახლოებით 770 აშშ დოლარი, იქნება.
ერდოღანის თქმით, გათვალისწინებულია იმ სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრა, რომელსაც 2023-2024 წლებში 700 000 მოხელე მიიღებს.
„კოლექტიური ხელშეკრულების წყალობით, საჯარო მოხელეთა ანაზღაურება 45%-ით იზრდება. ამრიგად, თურქეთის საჯარო მოხელეების მინიმალური ხელფასი 15 000 ლირა იქნება. ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ასევე შემოგვაქვს ბონუსი 4-დან 6%-მდე იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აქამდე სამუშაოსთვის არანაირ დანატამტს არ იღებდნენ. ვაპირებთ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზრაურება 70%-ით გავზარდოთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
ხელფასების ზრდა შეეხებათ სახელმწიფო დაწესებულებების და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლებს, სახელმწიფო საწარმოებისა და ფილიალების თანამშრომლებს, კომპანიებს, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს სახელმწიფო ფლობს და ა.შ.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი ოპოზიციის კანდიდატი, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქილიჩდაროღლუს და ერდოღანს გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანას ორი ათწლეულია მართავს. 2003-2014 წლებში ის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო 2014 წლიდან პრეზიდენტია.
