პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების ყველა დეტალი გამოძიებული იყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„არაფერი არ ამცირებს რუსეთის დანაშაულს, აგრესიისა და ომის, ოკუპაციის დანაშაულს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვკითხოთ ჩვენს ქართველებს, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ, რა გააკეთეს ან რა ვერ გააკეთეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ხასიათი იმ რეზოლუციის მხარდაჭერაში გამოიხატა, რომელიც ევროსაბჭომ ომის გამოცხადებიდან რამდენიმე ხანში მიიღო, რომელშიც ისინი პირდაპირ ადანაშაულებენ ქართველ ომგამოვლილ ჯარისკაცებს ომის დანაშაულში. ამით ფაქტობრივად საფუძველს უქმნიდნენ, რომ საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი ჯარისკაცები გასამართლებულიყვნენ. ეს გააკეთეს მათ 2008 წელს. არა მხოლოდ დანაშაული აქვთ ომთან დაკავშირებით, ასევე იმ ომში დაღუპულები მიატოვეს და შემდეგ ეკლესიას მოუწია დაღუპულების გადმოსვენება, მიატოვეს სამოქალაქო მოსახლეობა, როდესაც გაგანია ომში არაფერი არ გააკეთეს, თითი თითზე არ დააკარეს, რომ ომში ჩარჩენილი მოსახლეობა გარეთ გამოეყვანათ. მიატოვეს დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები და ამას ზედ დააყოლეს, რომ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომ ომგამოვლილ ჯარისკაცებს აბრალებდნენ ომის დანაშაულს. „ქართულმა ოცნებამ“ შემოაბრუნა ეს სასამართლო პროცესი, რომელმაც ბოლოს დაადგინა, რომ არცერთ ქართველ ჯარისკაცს არ მიუძღვის რაიმე წვლილი საომარ დანაშაულში და რუსეთის არმია იყო ის, ვინც ომის დანაშაულს ჩადიოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამოძიებულ იყოს ყველა დეტალი იმ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების.
2008 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა.
არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. არ იქნებოდა 125 სოფელი, რომელზეც კონტროლი დაკარგა საქართველომ, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ქართული ოცნება“. როგორც 2022 წელს არ დავუშვით ომი საქართველოში, ასევე არ იქნებოდა ომი 2008 წელს. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, თუ რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საჯარო სამართლებრივ პროცესს, სადაც მოსარჩელე თავად იქნება, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აანონსებს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება „მოღალატეობრივი დანაშაულის გამო“.
