ქართული ბაზრიდან ფრანგული კომპანია „ბეიბიბიოს“ მიერ წარმოებული ჩვილ ბავშვთა ფორმულის, BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ამოღება მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის, „ბეიბიბიოს“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორის, Naturland-ის შეტყობინება ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის, საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.
მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:
- BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027;
- BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027.
იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს – სს „გეფას“, შპს „პსპ-ფარმას“, შპს „ავერსი-ფარმას“, რომლებშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობებიდან მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.
მიმდინარე თვეში გაყიდვებიდან ამოიღეს Nestle-ს და Picot-ის ჩვილ ბავშვთა კვების კონკრეტული პარტიები.
Nestle-მ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა გარე მიმწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (არაქიდონის მჟავის ზეთი), რომელიც ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება, ცერეულიდის ტოქსინს შესაძლო არსებობა. მოგვიანებით Picot-მაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყვიტეს.
