პირველი სექტემბრიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები 5 ათასი რუბლის (დაახლოებით 167 ლარი) ოდენობით სახელფასო დანამატს მიიღებენ. როგორც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგია. მისივე თქმით, იგი მიზნად ისახავს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მხარდაჭერასა და „რუსული ენის სწავლების პრესტიჟის ამაღლებას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, რომელიც კრემლში აფხაზეთის მიმართულებას კურირებს, ივლისში განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში რუსული ენის მასწავლებლებისთვის დამატებითი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად წელიწადში 54 მილიონი რუბლს გამოჰყოფდა.
„2025 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდეს ყოველთვიური დანამატები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და ლექტორების განაკვეთებსა და ხელფასებზე, 5 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია დე ფაქტო მთავრობის განკარგულებაში.
გარდა ამისა, აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველთვიურ დანამატს, 5000 რუბლის ოდენობით, მიღებენ აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და ლექტორებიც, რაც არსებულ 1000-რუბლიან დანამატთან ერთად, 6000 რუბლი გახდება.
აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის დამატებითი თანხები ე.წ. რესპუბლიკის „საკუთარი სახსრებიდან“ გამოიყოფა, ხოლო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის – რუსეთის ფინანსური დახმარებიდან.
აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის, ხანა გუნბას თქმით, რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზური ენისა და ლიტერატურის 760 და რუსული ენისა და ლიტერატურის 762 მასწავლებელი მუშაობს.
