ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მზად არის თანამდებობიდან გადადგეს მას შემდეგ, რაც ოპოზიცია „სამთავრობო შენობებს“ - ე.წ. პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაათავისუფლებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ბჟანიამ გადადგომის პირობები დაასახელა სოფელ ტამიშის სკოლაში, სადაც მხარდამჭერებს შეხვდა. მისი თქმით, „კანონიერად არჩეული პრეზიდენტი“ აფხაზეთში რჩება და არ განმეორდება 2014 წლის სცენარი, როდესაც დემონსტრაციების შემდეგ მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი გადადგა.
„უზარმაზარი ზეწოლაა დეპუტატებზე, რათა მიიღონ უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. ჯერ ერთი, ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მეორე - რომც მიიღონ, არ შესრულდება.
არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ძალაუფლებას ვებღაუჭები, მაგრამ, თუ ჩვენ კონსტიტუციას არ დავიცავთ, ქვეყანა ვერ გაუძლებს. ამიტომ, იმათ, ვინც დაიკავა პარლამენტის შენობა, ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ის უნდა გაათავისუფლოს. ამის შემდეგ მზად ვარ, გადავდგე და მანამდე ქვეყანას ვიცე პრეზიდენტი მართავს და დავნიშნო არჩევნები. დაე, ხალხმა თქვას, ვის უჭერს მხარს“, -თქვა ასლან ბჟანიამ.
დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მეორე დღეა ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. მათ ბჟანიას პირობები უარყვეს და განაცხადეს, რომ მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.
მომიტინგეებმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და „აფხაზეთის ტელევიზიის“ ხელმძღვანელების გადადგომაც მოითხოვეს.
