პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღება არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, მისი მიღება „არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიწიოთ“. ეს მაშინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერები გვაფრთხილებენ - რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და მისი მიღება „უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ამ კანონზე გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა დღეს კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონი ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა და მისი ხელახლა ინიცირებით „ქართულმა ოცნებამ“ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. კობახიძემ თქვა, რომ ბორელი ქვეყნის შიდა საქმეებშია ჩართული.
„დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. არის კანონი განსახილველი და რას ითვალისწინებს დემოკრატიული პროცესი? კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესი? ყველა ქვეყანაში ასეა - არის პარლამენტი, არის უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი“.
„ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ, ზუსტად იმავე ადგილზე, სადაც ერთი კვირაა ყოველდღიურად იმართება აქციები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ. რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს. ირაკლი კობახიძის თქმით, „ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ“.
