პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის,„ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თბილისის მერობის კანდიდატად „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ზურაბ მახარაძეა წარდგენილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 2 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 3 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 4 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 5 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ჩვენი პოლიტიკური ძალის არსებობის ისტორიაში პირველად მოგვეცა შანსი, საკუთარი პარტიით, საარჩევნო ნომრით 3, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. [...] ჩვენ გვინდა „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ, შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა. ჩვენ გვინდა, იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რაც მართლა აწუხებს ხალხს, როგორიცაა მასობრივი მიგრაცია, როგორიც არის კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება“, – ამბობს მახარაძე პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველი ოთხეულში გიორგი ქარდავა, ირაკლი მორგოშია, შოთა და ირაკლი მარტინენკოები იქნებიან.
„ალტ-ინფოს“ პარტია ამომრჩეველს ჰპირდება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მიწების გადაცემას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების წახალისებასა და განათლების პროგრამების შექმნას .
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 17-მა პარტიამ გამოთქვა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზედიზედ მესამედ, მოქმედი მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეა.
საკუთარი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ პარტიებს - „ლელო - ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ლელო - ძლიერი საქართველო“ მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს, ხოლო ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს.
8 პროდასავლური ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
