აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბაქოში გამართული შეხვედრის დროს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. როგორც ალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზეა დამოკიდებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა - აზერბაიჯანმა მთლიანად აღიდგინა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი ვითარება ხსნის ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში ძლიერი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე“, - განაცხადა ალიევმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ ურთიერთობის ნორმალიზების და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების ხელშეწობას.
„ჩვენ ასევე მზად ვართ ხელი შევუწყოთ საზღვრის დელიმიტაციას და დემარკაციას (იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან), საზღვრისპირა მარშრუტების განბლოკვას და ჰუმანიტარული კონტაქტების დამყარებას. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა სრულად პასუხობს ამ რეგიონის ყველა სახელმწიფოსა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს იმყოფებოდა. მან მიწვევისთვის მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გადაუხადა.
ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ, პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ 18 აგვისტოს პუტინი სახლში მიიღეს და ვახშამზე უმასპინძლეს. მეორე დღეს ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს ბაქო ავტომობილით დაათვალიერებინა.
პუტინი აზერბაიჯანში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ბაქოში ჩასვლამდე ის სახელმწიფო ვიზიტებით ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში იმყოფებოდა.
