აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ნატოს დელეგაციას უმასპინძლა, რა დროსაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარი ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის და ამ კონტექსტში მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიაღწია გასული საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან დასახულ მთავარ მიზანს - საკუთარი მიწების „ოკუპაციისგან განთავისუფლებას“.
„აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზაციის პროცესი გაგრძელდება“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მან ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ნატოსთვის ღირებული პარტნიორია. ალიევის თქმით, ძალიან დადებითად იქნა შეფასებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიღწევები ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციის ფარგლებში და ამ კონტექსტში, აზერბაიჯანის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრის, წვლილი.
„ჩვენი სამშვიდობოები ბოლო სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ, რომლებმაც ავღანეთი დატოვეს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანი-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ავღანეთში ოპერაციების მხარდაჭერა იყო, თუმცა, დღის წესრიგში ასევე დგას აზერბაიჯანის თანამშრომლობა ალიანსთან რეგიონული განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში.
შეხბვედრაში მონაწილეობდნენ ნატოში თურქეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე აშშ-ისა და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეები.
