წინასაარჩევნოდ შექმნილ გაერთიანებას, რომელშიც თავდაპირველად „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ იყვნენ, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებიც“ შეუერთდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების, ერთობის და გამარჯვების დროა!“, - Facebook-ზე ამ სათაურით გამოაქვეყნა ალეკო ელისაშვილმა „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძესთან ერთად გადაღებული ფოტო.
წარსულში ალეკო ელისაშვილს და მამუკა ხაზარაძეს ერთმანეთი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. ელისაშვილი „ლელოს“ დამფუძნებლებს „ბანკირებს“ და „ხალხის მყვლეფავებს“ უწოდებდა.
„კარგი მაგალითია სხვებისთვისაც, რაც მამუკამ და ალეკომ გააკეთეს, რომ ახლა პირადი წყენების, წარსულში კამათების განხილვის დრო არ არის. ახლა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ გაერთიანების მაგალითებით.
მამუკასა და ალეკოს ხელის ჩამორთმევა არის საუცხოო მაგალითი იმისა, რომ წარსულში მწვავე კამათის მიუხედავად, დღეს ჩვენ ერთად ვფიქრობთ, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ მძიმე კრიზისიდან, სადაც ის „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა“, - ასე შეაფასა ელისაშვილთან გაერთიანება „ლელოს“ პოლიტსაბჭოს მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.
17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ლელო“, ანა დოლიძის პარტია და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ცალკე პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა“ შექმნეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. მათ პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია შეუერთდნენ. არჩევნებისთვის გაერთიანდნენ პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“.
